სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუშინდელი X ფაქტორის ეთერის შემდეგ ფეისბუქში მივიღე 400 მდე მეგობრობის თხოვნა

ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, სოციალურ ქსელში იქს ფაქტორში ქართული სიმღერის ტურის შედეგებზე საუბრობს. მის სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

გუშინდელი X ფაქტორის ეთერის შემდეგ ამ დრომდე ფეისბუქში მივიღე 400 მდე მეგობრობის თხოვნა. სასიხარულოა რომ 70%-ზე მეტი ახალგაზრდაა. ასევე მივიღე მრავალი წერილი თუ სად შეიძლება შეისწავლონ ხალხური სიმღერა. სულ ვამბობდი რომ ასეთი ტურის მიზანია ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და არა შეჯიბრი თუ რომელი კონკურსანტი იმღერებს ჩვენზე კარგად :)მიხარია რომ ამჯერადაც მიზანს მივახწიეთ :) მადლობა კონკურსანტებს და ორგანიზატორებს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100