სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინსკში სოცქსელით მოწყობილი აქციის წევრები დააკავეს

3 ივლისს ბელორუსმა დამოუკიდებლობის დღე იზეიმა. ეს დღე ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის ხელისუფლების პირველმა პირებმაც მიულოცეს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მინსკში სამხედრო აღლუმი ჩატარდა. მაგრამ ოპოზიციამაც ზუსტად 3 ივლისს დანიშნა შემდეგი აქცია „რევოლუცია სოციალური ქსელებით“ ფარგლებში.

ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კარგად იცოდნენ და ხალხს აპლოდიმნტები აუკრძალეს, პრეზიდენტის გამოსვლის დროსაც კი. საქმე ისაა, რომ „უსიტყვო აქციაზე“ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა ოპოზიციამ სწორედ ობსტრუქციული აპლოდისმენტებით გადაწყვიტა.

საერთო ჯამში, ძალოვნებმა მინსკში აქციის დაახლოებით 70 მონაწილე დააკავეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აკავებდნენ განურჩევლად და თითქმის ყველას, ვინც აპლოდისმენტს დააპირებდა.

წინა უსიტყვო აქცია 29 ივნისს ჩატარდა. ამ დღეს ბელორუსის მილიციამ აქციის 270 მონაწილე დააკავა და მათი ნაწილის მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატარა.

აქციის დღეს ბელოსრუსიაში დაბლოკეს ცნობილი ქსელი Вконтакте, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეებმა თავშეყრა დაგეგმეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100