ფეხბურთის კარის ძელით დაშავებული ბავშვი სტაბილურად მძიმედაა

10 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც საგარეჯოში, მოედანზე თამაშის დროს ფეხბურთის კარის ძელი დაეცა, სტაბილურად მძიმეა.

ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მას თავის ტვინის დახურული ტრავმა აქვს.

რეანიმაციაში მყოფი მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

კომენტარი