მომავალი კვირიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასი დაიკლებს

მომავალი კვირიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასი დაიკლებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი.ს თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, საწვავის ფასი 3-5 თეთრით გაიაფდება, რასაც ვანო მთვრალაშვილი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებას უკავშირებს, რაც თავის მხრივ აშშ-ს მიერ ბაზარზე დამეტებით 60 მლნ. ბარელი ნავთობის გამოტანას უკავშირდება.
"ეს იქნება დაახლოებით 3-5 თეთრიანი კლება. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვითარება არის არასტაბილური, რაც ნიშნავს იმას, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა ან მისი მატება, კანონზომიერების სიღრმეებში არ ჯდება. ფასების კლება შესაძლოა გამოიწვია იმანაც, რომ აშშ-მ მსოფლიო ბაზარს 60 მლნ. ბარელი ნავთობი მიაწოდა"- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
მისივე თქმით, ადგილობრივი ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარი პირდაპირაა მიბმული საერთაშორისო ბაზარზე.
"საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება ასახვას პოვებს შემდგომ ჩვენს ბაზარზეც, თუმცა ეს გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული. ყოველთვის როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასი კლებულობს ან მატულობს ადგილობრივ ბაზარზე ასახვა 2-3 დღეში ვერასოდეს ვერ მოხდება.
როდესაც ბაზარზე ფასების მატება მოხდა ეს დაკავშირებული იყო იმაზე, რომ დიზელისა და ბენზინის ფასმა საერთაშორისო ბაზარზე მოიმატა. თუ უფრო დავკონკრეტდებით 1 ტონა ბენზინის ფასი 1080 დოლარიან ნიშნულზე ავიდა. შემდგომ ფასებმა ვარდა დაიწყო, თუმცა ეს ფასების კლება, რომ საქართველოს ბაზარზეც აისახოს ამას გარკვეული დრო ესაჭიროებდა"- აცხადებს მთვრალაშვილი.

კომენტარი