საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში გადასვლა საბოლოოდ "დაიკანონა"

გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს, მესამე მოსმენის შემდეგ ჩატარებულ კენჭისყრაზე მიიღეს. სხდომაზე დამსწრე 104 პარლამენტის წევრიდან გადაწყვეტილებას მხარი 103 დაუჭირა, ერთმა კი ქუთაისში გადასვლის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის განთავსების ადგილი ქუთაისი ხდება.ოპოზიცია გადაწყვეტილების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისში ნეგატიურად აისახებოდა მის მუშაობაზე. მათ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის პულტებით მანიპულაციაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის მტკიცებით, დარბაზში სულ 85 დეპუტატი იმყოფებოდა და არა 103, როგორც ეს მომხრეთა რაოდენობაში აისახა.

კომენტარი