სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზი ბლოგერები ბაღაფშის გარდაცვალების გამოძიებას ითხოვენ

სერგეი ბაღაფშის ხსოვნის უკვდავსაყოფად კომისია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უნდა შეიქმნას, - აცხადებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სერგეი შამბას ინიციატივას მსგავსი კომისიის შექმნისა და ამ კომისიაში აფხაზეთის „პარლამენტის“, კულტურის სფეროსა და მეცნიერების მუშაკების შეყვანის შესახებ აფხაზურ ბლოგოსფეროში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. აფხაზი ბლოგერები თვლიან, რომ კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ სანამ ბაღაფშის ხსოვნის უკვდავყოფაზე იმსჯელებს, მანამდე მან თვითონ ბაღაფშის გარდაცვალების დეტალები უნდა გაარკვიოს.

„ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები, რომ სერგეი ბაღაფში მოკლეს და თავიდან მოიშორეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას დამატებითი კითხვები არ გაუჩნდეს და რუსეთის კეთილგანწყობა ეჭვქვეშ არ დააყენოს. ამიტომ ჯერ გამოვიძიოთ და შევქმნათ გარდაცვალების დეტალების დამდგენი კომისია, შემდეგ კი მისი ხსოვნის უკვდავყოფაზეც ვიზრუნოთ“, - თვლიან აფხაზი ბლოგერები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100