სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლდანში დღეს მომხდარი აფეთქების მიზეზები ამ დრომდე უცნობია

გლდანში აფეთქება მოხდა. დაახლოებით 17.00- ზე მე-3 მიკრორაიონის 87 კორპუსში საწვავით სავსე ავზი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად აალება მოხდა, რის გამოც ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლთან დაკავშირებული ინციდენტის შედეგებს შესაბამისი სამსახურები სწავლობდნენ, თუმცა ამ დრომდე მათი წინასწარი დასკვნა არ გამაურებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100