სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგვიპტიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე თბილისში დღეს ჩამოვა

ეგვიპტიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე თბილისში დღეს ჩამოვა. გიორგი მოსიძე ეგვიპტე-ისრაელის საზღვრის უკანანო გადაკვეთისთვის ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში დააკავეს. დაკავების დროს მოსაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც მოსიძე ორივე ფეხში დაიჭრა. მთელი ეს პერიოდი დაკავებული ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა. გიორგი მოსიძის საქართველოში გადმოყვანა დიპლომატიური უწყების დახმარებით ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100