მარიტა როხვაძე აღშფოთებულია: ბოროტო ენებო, უფრო მეტს გავაკეთებ თქვენს ჯინაზე

მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

დღეს რატომღაც მომინდა თვალი გადამევლო ჩემს ინტერვიუებს და უბრალოდ ზოგიერთ მოგონილ სტატიებს სადაც თავიანთი სურვილით წერენ ხოლმე საოცარ ამბებს და მე არც კი მეკითხებიან,, მოკლედ ჩავუჯექი გემრიელად და.....
აი ინტერვიუს ბოლოს რომ კომენტარებს ტოვებენ, გაოცებული და გულამოვარდნილი ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას, ზოგიერთს რამოდენიმეჯერ ხომ არ მეჩვენებათქო?!

ადამიანები რომლებიც არ მიცნობთ, არ იცით რა მილხინს და რა მიჭირს, რა მიყვარს და ვინ მიყვარს, საერთოდ როგორი ვარ, როგორ შეგიძლიათ ასეთი ბოროტული რაღაცეები დაწეროთ?! მართლაც რომ ენას ძვალი არ აქვს!!!

მადლობა ყველა იმ ადამიანს რომლებსაც ჩემი კარგი გიხარიათ, მამხნევებთ, ეკამათებით იმ კომენტარებში ბოროტ ენებს და უბრალოდ გიყვართ მარიტა! მადლობა თქვენ ჩემო კარგო ადამიანებო იმისთვის, რომ უდიდესი სიყვარულით მიიღეთ ქუთაისელი გოგონა და არ იშურებთ კომპლიმენტებს! მე თქვენ მაძლიერებთ და მაფერადებთ!

მაძლიერებთ თქვენც ბოროტო ენებო, უფრო მეტს გავაკეთებ და წარმატებული ვიქნები თქვენს ჯინაზე, თქვენ ყოველთვის კლავიატურას ამოფარებულები იქნებით!!!
ერთ რჩევას მოგცემთ..
გაიღიმეთ, გიყვარდეთ და იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით!!! ცხოვრება ხომ ასე მშვენიერია

კომენტარი