მილიონი ვარდი მაიკლ ჯეკსონისთვის

პოპ მუსიკის მეფის, მაიკლ ჯეკსონის ფანებმა გადაწყვიტეს საკუთარ კუმირს, გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე საჩუქარი გაუკეთონ.

25 ივნისს, ჯეკსონის გარდაცვალების დღეს, ფანები სპეციალურ ვერტმფრენს დაიქირავებენ, რომელიც ,,ნევერლენდის“ რანჩოს გადაუფრენს და იქიდან, პოპ მეფის საყვარელ ყვავილს, ვარდებს ჩამოყრის.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯეკსონი 2009 წლის 25 ივნისს ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს გული გაჩერდა. პირადი ექიმიც იქვე იყო, მაგრამ ვერაფერი უშველა. სასწრაფოს მანქანით კომაში მყოფი მაიკლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთი საათის განმავლობაში ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.

კომენტარი