სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქმის გარჩევა ფეისბუქზე - გიორგი ქისტაური, ანრი ჯოხაძე და გურამ შეროზია "ალესილი კლავიატურებით"

„ახალი ქართული ხმა“ - ამ პროექტის ახალმა სეზონმა, მისმა ახალმა ჟიურიმ და კონკურსანტებმა უკვე მიიქციეს ქართული საზოგადოების დიდი ყურადღება. ტელეიმედის მუსიკალური შოუ არც ბლოგერმა გურამ შეროზიამ დატოვა შეფასების გარეშე და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტის საშუალებით გააკრიტიკა.

„ახლა გადმოვახვიე გუშინდელი ვოისი და რამდენიმე მოკრძალებული კომენტარი უნდა გავაკეთო:

1. ქისტაურის გამოსვლა მეწყინა, უხერხულია, როცა:

რასაც აკეთებ კარგად აკეთებ (ვიდეოები), არ გყოფნის და აქ მოდიხარ მოუმზადებელი... მეპურემ უნდა აცხოს პური, ანუ როცა სიმღერა გწადია და ზედმეტად საშუალო დონეზე გამოგდის - უნდა იმღერო სახლში, აბაზანაში, მეგობრების წრეში, თუნდაც ჩაწერო, კლიპიც გადაიღო, მაგრამ არა ვოისის, იქს ფაქტორის და ა.შ. სცენაზე;

მე პირადად გამიტყდებოდა მინიშნებები, რომ იმიტომ მოვხვდი აქ, რომ მე მე ვარ და ჩემამდე ბევრად კარგი მომაცემების მქონდე ხალხი "დაბრაკულიყო";

დადგმული სცენაც, როცა წინასწარ იცოდნენ, ვინც იყო და ამიტომ გაიყვანეს და არანაირი დამთხვევა :))

2. სკამებზე ორი შუა წევრი ისხდებოდნენ, თუ ოთხივე - მე განსხვავებას ვერ დავინახავდი, რამეთუ მე მხოლოდ ორს ვხედავ მხოლოდ და აქედან დასკვნა: საქართველოში შოუმენების დეფიციტია :))

3. ციხეც სიყვარულის გავლით და ყველაფრის გასაპნისოპერება ვტფ, ან 250 ლარი :)) სამწუხაროა, რომ სამი წლის წინ ვივუსი არ არსებობდა, თორემ ხომ აიღებდა მაგ 250 ლარს, თან უპროცენტოდ, 13 წელსაც გადაურჩებოდა და სიყვარულსაც შეინარჩუნებდა :))) აქ უნდა დავკონკრეტდე, პატიმრის თემა მომწონს ძალიან, ანრის ციხეში სიარულიც და ა.შ. უბრალოდ სიყვარულის შემოხიზვნა ამ ამბავში მეზედმეტა, ანუ შესავლის შემდეგ ეს ნაწილი ძალიან კარგი იყო და მივესალმები

4. მახალისებს ერთერთი სკამზე მჯდომის მიერ მეორეს მუდმივი დისკრიმინაცია და წესით ამ მეორესაც უნდა აწყობდეს, თორემ დავიღალეთ "ბრავოს" და "ძაან მაგარიას" კომბინაციით, გულწრფელადაც და "სტილისტურ-სტილისტიკურადაც", მეტი შოუ ერს!

5. ეს ფეიკ თავში ხელის შემორტყმებიც, გაშვებულ კონკურსანტებზე და სინანულის ცრემლებიც - მეზედმეტება, თუ არ მიგწონს და არ უტრიალდები, მერე რაღას ებოდიშები შეკაცო, ან თუ ასეთი კარგია - დააჭირე.

6. მოტრიალებულების შოკი, "დედა რა ლამაზი გოგო ხარ, რატომ არ დავაჭირე", სიმღერის კონკურსია თუ სილამაზის? ნუ ცალკე თემაა სცენურობა, არტისტიზმი, ა.შ., მაგრამ...

სულ ეს იყო, ბეზ აბიდ პორფავორ!“ - წერს შეროზია.

ბლოგერის ამ პოსტს ტრადიციულად გამოხმაურება მოჰყვა, შეროზიას პასუხი გასცეს გიორგი ქისტაურმა და ანრი ჯოხაძე.

„გურამ შემდეგ სეზონზე გელით რომელიმე პროექტში. ნუ უკომენტაროდ ვერ დავტოვებ პატიმრის თემას ამ გოგომ მოყვა ისტორია, თუ რა დააშავა და რატომ დაიჭირეს შოუს და დადგმულს რას ეძახით ზოგიერთები, რომ პატიმარს ვოისში გამოსვლა მოუნდა და თავისი ისტორიით მოვიდა პროექტში?! ხანდახან არ გეჩვენებათ რომ მსგავსი თემების და ადამიანების გაკრიტიკება ძალიან დიდი ყლეობაა და იმაზე დიდი კრიმინალია ვიდრე მსჯავრდებული თეონა ყოლბაია?! დანარჩენ პუნქტებზე თავს შევიკავებ“ - წერს ანრი ჯოხაძე სტატუსის კომენტარებში. ხოლო რაც შეეხება გიორგი ქისტაურს ის ერთი კომენტარით არ შემოფარგლულა და პოლემიკაში შევიდა როგორც შეროზიასთან ასევე მის ფეისბუქ მეგობრებთანაც.

„შენ (გურამ ) სეეიოზულად ვერ აგღივამ და მაპატიე. მინდა ცალ თვალით მქნც განახა როგორ ვიცინი ხოლმე შენს პოსტებზე“ - განაცხადა ქისტაურმა პოსტის კომენტარებში და მოგვიანებით გურამს თავისი ნამღერიც გაახსენა.

შეგახსენებთ რომ შეროზიამ ცოტა ხნის წინ მომღერლობა სცადა, ბონ ჯოვის ცნობილი ჰიტის ქავერი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100