სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს "თსუ ბიზნესოლიმპიდა 2011"-ის ფინალი გაიმართება

დღეს, 14 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თსუ ბიზნესოლიმპიდა 2011"-ის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.

"თსუ ბიზნესოლიმპიდა 2011" მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართვას ეკონომიკის სხვადასხვა დარგის კვლევაში და ამ გზით, მათი ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას. ღონისძიებაზე ფინალისტი გუნდები 2 თვიანი კვლევის შედეგებს წარმოადგენენ. სულ ოლიმპიადაში მონაწილეობა 30 გუნდმა მიიღო. დაჯილდოებას სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტი "ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის" ორგანიზებით და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100