რას წერენ ცნობილი ქართველები კოტე თოლორდავას გარდაცვალებაზე?

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პოსტები მიუძღვნეს ცნობილმა ქართველებმა. დრონი.ჯი რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

გიორგი ნაკაშიძე: კოტე ღმერთმა ნათელში ამყფოს შენი ნათელი სული, იქ იმ ამოუცნობ სამკაროში ჩვენო კეთილო ძმაო!!!!!

ნანუკა ჟორჟოლიანი: უარს არასოდეს ამბობდა. უტყდებოდა არას თქმა. მაგრამ სულ ბუზღუნებდა. ახლახანს არ ვიყავი, ხალხს მობეზრდა ჩემი ყურებაო. თუ ეტყოდი, რომ ინტერვიუ განოზე იყო ეგრევე დაითანხმებდი! არ ბეზრდებოდა ტიპს საჯაროდ მისთვის სიყვარულის ახსნა! ფიქრობდა, რომ განოს მადლიერი უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება! გამორჩეულად თავმდაბალი იყო. მთავარი ბაბულიკობის ფონზე განსაკუთრებით. ბაბულიკ, მაგრად ტეხავს! მაგრად!

ნინი ბადურაშვილი: კოტე, რამდენს ვჩხუბობდით ორ ვარსკვლავში;(( ,მაგრამ ბოლოს მაინც ვრიგდებოდით და ერთად ვმღეოდით... ძალიან მძიმეა როდესააც ცხოვრებიდან მიდის ასეთი ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ადამიანი...უფალმა ნათელში გამყოფოს ჩემო საყვარელო კოტე

ანრი ჯოხაძე: საშინელებაააააა არ ვიცი რა ვთქვა ....

ვახტანგ რჩეულიშვილი: კოტე თოლორდავა კაიფში "გაიპარაო"... საშინელებაა..... უბედნიერესი ოჯახი ერთ წუთში დაიღუპა. 35 წლის კაცის ნარკომანობა უკვე სამარცხვინოა- იმდენი ჭკუა კი უნდა გქონდეს, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი მარტო. პლანს კიდევ რა უჭირს- არ კლავს მაინც, მაგრამ მძიმე ნარკოტიკი პირდაპირ მკვლელია! დამსკდარი გვაქვს გულები მთელს ოჯახს. ყვალას გვიყვარდა კოტე, მისი არაჩვეულებრივი მეუღლე... მანამდე "კორო" დავკარგეთ- ლევან კორინთელი, ახალი ქართული კინოს ნამდვილილოკომოტივი. ნერკომანიის წინაშე ყველა უძლურები ვართ.... მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეიძლება ამ სენთან ბრძოლა. ყველა უნდა ჩავებათ ამ ბრძოლაში და ეს პოსტიც ჩემი პირველი ნაბიჯია. ვიხსენებ ჩემს ძველ პარტიულ ლოზუნგს "საქართველო ნარკომანიის გარეშე" მცირედი შესწორებით " საქართველო მძიმე ნარკოტიკების გარეშე". ახლო წარსულში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. არ დავყაროთ ფარხმალი.

ირინა ონაშვილი: რა სამწუხარო ამბავია. ძალიან მეწყინა

ნინა წკრიალაშვილი: ძალიან ვწუხვარ

კომენტარი