იპოდრომზე მუსიკალური ფესტივალი "თბილისი Open Air" იმართება.

ღონისძიებაში როგორც საქართველოდან, ისე ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან 20 მუსიკალური ბენდი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით და საფესტივალო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სანახავად მედიის წარმომადგენლები იპოდრომის ტერიტორიაზე გუშინ, 15.00-ზე შეიკრიბნენ.

საფესტივალო ქალაქის ფარგლებში, რომელიც 26 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და გუშინ, 12:00 საათიდან იღებდა სტუმრებს, ფესტივალის სტუმრებისთვის კვების ობექტები, გასართობი და რეკრეაციული ადგილები მოეწყო.

კომენტარი