„ჩაძინება ეძახე და ნახეთ თუ....“ - ასე გამოექომაგნენ მიშა მესხს ცნობილი ქართველები

ოსკარის ცერემონიაზე მიშა მესხის ძილი სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად განიხილება. კრიტიკოსებთან ერთად მსახიობს ქომაგებიც გამოუჩდნენ.

„მიშას ოსკარზე მაინც ეძინა და შენ?“ - ფოტო ამ წარწერით ინგა გრიგოლიას ფეიქბუქ ქავერად აქვს დაყენებული.

„ჩაეძინა ეძახე და კი ატრიალებს ყველა არხი ამერიკაში და ევროპაში მესხის ჩაძინებულ ფოტოს. ამის გამო შეიძლება მიიწვიონ კიდეც ჩემი მიშა სადმე როლზე, ისეთი პოპულარული გახდა. ხალხი ასეთ რაღაცეებში ფულს იხდის“ - წერს მუსიკალური პროდიუსერი კახი მამულაშვილი.

„რათქმაუნდა უნდა გაგვიხარდეს! უამრავი მოდელი ძალით ეცემა ფეშენ ვიქზე, რომ დაწერონ, გააშუქონ ან სადმე დაიდოს მათი ფოტო. ასევე ხდება წითელ ხალიჩაზე, დადგმული წაბორძიკება, კიბეზე დაცემა და ა.შ. მშვენიერია მიშას თუ ჩაეძინა. გააშუქონ, ზებუნებრივი არაფერი იყო, შარშან პიცას ჭამდნენ, ესეც არაოსკარული იყო, მაგრამ კარგად მიიღო მსოფლიომ“ - ეს კი მოდელისა და ტელეწამყვანის, ნანუკა გოგიჩაიშვილის სტატუსია.

„ლეონარდო დიკაპრიოს რომ ღვიძავს ჭოტივით ოსკარებზე, რაი მერე?!“ - წერს იუმორისტი ნიკა ქავთარაძე პირად ფებისბუქ გვერდზე.

უწმაწური სიტყვებით დააფიქსირა საკუთარი აზრი ზუზუ ბეჟაშვილმა. "კაი მესხმა დაიძინა და აღშფოთებულმა ავტორებმა ტვინი რო მოტ*ანით რო გაიღვიძეთ, ვის რა *ლე მოჭამეთ?" - წერს მსახიობი სოციაურ ქსელში.

კომენტარი