ეკა ყურშიტაშვილი: რეალურად რომ იცოდეთ რა მოხდა ამდენს არ ილაპარაკებდით

ეკატერინე ყურშიტაშვილი დღეს მთავარი თემაა, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ვიდეოების შემდეგ სადაც ჩანს თუ როგორ იგინება და „ებლატავება“ პატრულს ქერა ლამაზმანი ინტერნეტჰიტი რამდენიმე საათში გახდა და სოციალურ ქსელშიც ფართოდ განიხილება.

მისი მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში თავად ყურშიტაშვილიც გამოეხმაურა.

„კიდევ კარგი, სალაპარაკო თემა მოგეცათ, 9 თვის წინ გადაგებული დღეს გააპიარეთ... ნერვების მოშლას არ ვაპირებ წერეთ და იკითხეთ, რეალურად რომ იცოდეთ რა მოხდა ამდენს არ ილაპარაკებდით!!!“ - წერს პატრულის რისხვა ეკატერინე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი