შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" სამი საწარმოს ინვენტარიზაცია დაასრულა

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიაპალიტრაში მიმდინარე ინვენტარიზაციის პროცესზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. შემოსავლების ინფორმაციით, უწყებამ გეგმიური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია მედიაპალიტრის 3 საწარმოში უკვე დაასრულა.
ესენია: შ.პ.ს. ,,ჯ.ე.პ"; შ.პ.ს. გამომცემლობა ,,კოლორი" ; შ.პ.ს. ,,პოლიგრაფიული მასალები"
"როგორც აქამდე ავღნიშნავდით, ინვენტარიზაცია არის მარტივი და ხანმოკლე პროცედურა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ზემოაღნიშნულ საწარმოებში ეს პროცესი 2 დღის ვადაში, მათი მუშაობის შეუფერხებლად დაასრულა.
ამ ეტაპზე გეგმიური ინვენტარიზაცია მიმდინარეობს მედიაპალიტრის მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში - შ.პ.ს. ,,გამომცემლობა პალიტრა L"-ში.
,,გამომცემლობა პალიტრა L" - ის სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციაც მცირე დროში დასრულდება და ეს პროცესი არ შეაფერხებს ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმს"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარი