სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ სცემა მამა ანთიმოზმა 6 სამართალდამცავი და რატომ არ დააპატიმრეს ის?

არქიმანდრიტი ანთიმოზი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, პირად ფეისბუქ გვერდზე იხსენებს თავისი ახალგაზრდობის დროინდელ ისტორიას. მამა ანთიმოზის ფეისბუქ პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი ყველაზე დიდი კურიოზი ერისკაცობაში (საახალწლოდ გავბედე)

თამაზ კოსტავამ და თენგიზ სულაქველიძემ ნახალოვკის კლუბში რესტორანი-ვარიეტე გახსნეს.
სამნი ვსვამთ: მე, ზაზა დვალი(ტუკუნა) და პაატა მაცაბერიძე(ონგერას ძმიშვილი, ორივე გარდაცვლილია, ღმერთმა აცხონოთ!). ეხლავე მოვალთო და წავიდნენ. თურმე ფული არა აქვთ და შემატოვეს მარტო.

გვერდზე მაგიდაზე, თორმეტი კაცი ქეიფობს. სიგარეტი გამითავდა. ერთი ღერი, თუ შეიძლება-მეთქი? ერთმა გარეთ გამიყვანა, ფოიეში და მეუბნება: აქედან დაახვიე სანამ ლამაზი ხარ და ხელი დამარტყა!!! გავგიჟდი, ნახალოვკის კლუბში (სადაც გავიზარდე) ხელი როგორ დამარტყეს-მეთქი და გამოვარდი.

ძლივს ვიპოვე ბიჭები. ლეჩხუმის ქუჩაზე სასტავი სვამდა. რაოო, ხელი დაგარტყესო?! და წავედით.

მოქეიფეები აშლილიყვნენ. ექვსნი იყვნენ დარჩენილნი და კლუბის წინ იდგნენ. ის ვინც ხელი დამარტყა იქ იყო. წყნარად ჩავუაროთ და მოულოდნელად დავცხოთ,- გავეცი ბრძანება. დავცხეთ. წავაქციეთ და მამა-პაპურად ულაყუნებთ. ერთმა დაიძახა იარაღი აქვთო და გავიქეცით. ექვსივემ იარაღი ამოიღო და აბოიმები დაგვაცალეს. ჩვენ გავრბივართ ტყვიების ზუზუნ-ზუზუნში, მიწას ფეხს არ ვაკარებთ) მოკლედ გადავრჩით.

თურმე, გლდანი-ნაძალადევის პროკურატურა არ ქეიფობს სრული შემადგენლობით!!! ვინც ხელი დამარტყა იმის დაბადების დღე ყოფილა.

მესამე დღეს ამიყვანეს. ძველი ჩეკისტი-ბორია ივანოვის კაბინეტში მიმიყვანეს. გადარეკეს, დავიჭირეთო! მთელი პროკურატურა მოვარდა, დამლაგებლებიც წამოიყვანეს.

რატომ გვცემეო? - როგორ გეკადრებათ, რა ვიცოდი პროკურატურა რომ იყავით, ხელს როგორ გავანძრევდი-მეთქი! ერთი-ორი წამარტყეს. მერაბ ბაღათურიამ (მაშინ იქ მუშაობდა) გადამარჩინა: სირცხვილია, როგორ დავიჭიროთ? რას იტყვიან მერე! ერთმა კაცმა მთელი შეიარაღებული რაზმი როგორ გცემათო!

არა გჯერათ? ჰკითხეთ მერაბ ბაღათურიას)

ჭირი იქა, ლხინი აქა.

დამდექ ახალ წელს გილოცავთ ფბ-ის მეგობრებს! გაიხარეთ.“ - წერს არქიმანდრიტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100