მეცნიერები ფოთის აკვატორიაში ნავთობის საბადოს არსებობას ადასტურებენ

შავი ზღვის ნავთობით დაბინძურების მონიტორინგმა შესაძლებელი გახადა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ფოთის აკვატორიასთან ახლოს, ნავთობის ბუნებრივი საბადოს აღმოჩენა. ამის შესახებ კომპანია „სკანექსი" იუწყება.

კომპანიის სპეციალისტებმა რუსეთის შირშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად გაანალიზეს რადიოლოკაციური გამოსახულებების სეირები, რომელიც მიღებულ იქნა 1993-2011 წლების პერიოდში.

გამოსახულებებმა შესაძლებელი გახადა შავი ზღვის ზედაპირზე ნავთობის ბუნებრივი გამოვლინების კავშირის დადასტურება ნავთობის წარმოქმნისა და მიგრაციის პროცესთან შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კომპლექსში.

საბადო განლაგებულია შავი ზღვის ფსკერზე 1050 მეტრის სიღრმეში და თვითგამოყოფას ახდენს 0.3-5 საათის პერიოდულობით.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შირშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრლომლის, ანდრეი ივანოვის განცხადებით, ნავთობის ასეთი ბუნებრივი ინფლირტაცია წარმოადგენს შავი ზღვის ამ ნაწილის ერთ-ერთ დამახასიათებელ თავისებურებას.

მისივე თქმით, ნავთობის თვითგამოყოფის შეფასება შესაძლებელია მიღებულ იქნას ლაქების გაზომვით რადიოლოკაციურ გამოსახულებებზე და ფიზიკური მოსაზრებების საფუძველზე, რომელიც დაეფუძნება ნავთობის სისქესა და მის შეფერილობას.

სპეციალისტების შეფასებით მხოლოდ აღნიშნული საბადოდან თვითგამოყოფა შესაძლებელია იყოს დღეში 1-დან 8 ტონამდე, წელიწადში კი 400-დან 3000 ტონამდე.

გავრცელებული ინფორმაციით კოსმოსური რადიოლოკაციური მონაცემების მიხედვით თვითგამოყოფამ შესაძლოა შეადგინოს წელიწადში 7000 ტონაც კი.

კომენტარი