საქართველო რუსეთის გაწევრიანებას მსო–ში არ დაბლოკავს?

საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას არ დაბლოკავს. ამის შესახებ სააგენტო "Thomson Reuters" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისივე ინფორმაციით, სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაიწყო შესაბამისი დოკუმენტების მომზადება იმ მიზნით, რათა რუსეთს ორგანიზაციაში მიღების შესახებ ოფიციალურად ეცნობოს.

როგორც "Thomson Reuters" იუწყება, ყველა ფორმალური საკითხის მოგვარება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარი