სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში "პირველი კავკასიურის" ჟურნალისტები დააკავეს

მოსკოვში საქართველოს ტელეკომპანია "პიკის" (პირველი კავკასიური) თანამშრომლები დააკავეს, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები აფხაზეთის "პრეზიდენტის" სერგეი ბაRაფშის გამოსათხოვარ ცერემონიალს აშუქებდნენ.

მათი დაკავების მიზეზად რუსეთის ტერიტიორიაზე არალიცენზირებული საქმიანობა სახელდება.

"დოკუმენტების შემოწმებისას დაკავებული იქნენ საქართველოს ტელეარხ "პიკის" ოპერატორი ვოლგაგრადის მხარეში მცხოვრები ალექსეი მატვეევი, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ნათია ფოლადაშვილი.ისინი იღებდნენ რეპორტაჟს და იწერდნენ ინტერვიუებს ადამიანებთან, რომლებიც ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებოდნენ. მათ არ ქონდათ ჟურნალისტების აკრედიტაცია, რომელიც რუსეთში საინფორმაციო საქმიანობის უფლებას იძლევა"- იტყობინება "ინტერფაქსი".

მატვევი დაჯარიმებულია 500 რუბლით, ხოლო ფოლადაშვილის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

შესაბამისი მასალები გადაგზავნილია მოსკოვის მეშანის სასამართლოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100