სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის სახელით ცრუ განცხადება გავრცელდა

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციასა და სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებულ მდგომარეობაზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია და საქმე გვაქვს პროვოკაციულ ქმედებასთან, რომლის მიზანიც საზოგადოების დეზინფორმირებაა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ბიძინა ივანიშვილის სახელით მოწოდებული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმონ არასამთავრობო ორგანიზაციაში „მოქალაქე“

ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტრი ნიკოლოზ ჩხეტიანი“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული იყო განცახდება სადაც ივანიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100