სად და რატომ იმუშავა ირაკლი ალასანიას ქალიშვილმა რესტორანში მიმტანად?

ირაკლი ალასანიას ქალიშვილმა რესტორანში მიმტანად იმუშავა, ამ ინფორმაციას ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს.

„ორი კვირის წინ ჩემმა კატომ ჯოკერში შრომაგასწორება წააგო, მეგობრის (მოგებულის) მამის რესტორანში გვიან ღამემდე მიმტანად იმუშავა. ერთ მაგიდასთან კლიენტებმა 200 ლარის მოილხინეს და "ჩაევიე" 60 თეთრი დაუტოვეს შვილის ტოლ ადამიანს, მაგრამ ეგ არაფერი...

ვიცი, რომ სისულელეს ვამბობ, მაგრამ სისულელე ხანდახან ხომ ძალიან მომხიბლავად გამოიყურება? ეგეთი კაზინო რომ გაკეთდეს რა კარგი იქნება,- წააგე? - დაგვი ქუჩას.. ბევრი წააგე? გათოხნი ნახევარ ჰექტარს...

სიკეთე ამისგან:

1. მიეჩვევიან შრომას

2. შრომა იქნება აღქმული ხალისად და არა ტანჯვად

3. დაბალანსდება მათი უაზროდ დაგროვილი ლიბიდო, რომელიც კომპულსიურ ქცევაში გამოიხატება

4. საქმე გაკეთდება უფასოდ

5. სოფელიც აშენდება

გახსენით რა სახელმწიფო შრომაგასწორების კაზინო.

პ.ს. ჟურნალისტებო, ეს არ წააცუნცულოთ, ვინმე იფიქრებს რომ იმაზე მეტად ვაფრენ, ვიდრე ვაფრენ, არადა კი არ ვაფრენ, ვხუმრობ (არ გამოვრიცხავ, რომ უკბილოდ)“ - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარი