გიორგი ვაშაძე საკუთარი ძმის შესახებ გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, მისი ძმის გათხოვების შესახებ გავრცელებულ ჭორს ეხმაურება.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემი ძმის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მის შეურაცყოფას, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ძმაა.

მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ძმას, ჩემი ოჯახის წევრებს, ყველა ჩვენს საერთო მეგობარსა და ნაცნობს, რომლებსაც უწევთ ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო თმენა ამგვარი უხამსობების.

პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება, ეს არის მისი პროფესიის ნაწილი და მე ეს ცხადად მაქვს გააზრებული. თუმც, პოლიტიკური კულტურა გულისხმობს გარკვეული ზღვრების დაცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ გაიზარდა და ამის გააზრება უჭირს.

ამასთან, მადლობა მინდა გადავუხადო იმ უამრავ ნაცნობს თუ უცნობს, რომლებმაც ამ მომენტში ღირსეული პოზიცია დაიკავა და თავისი პოზიცია დააფიქსირა, როგორც საჯაროდ, ასე პირად კომუნიკაციაში.

დანარჩენს ამ საკითხის სამართლებრივი შეფასება და განსჯა გვიჩვენებს.

და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი უხამსობა ნამდვილად ვერ შეაჩერებს ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!“ - წერს გიორგი ვაშაძე

კომენტარი