"მეტი არ აგიდგათ გვერდები." - გიგი უგულავას კომენტარი საგამოძიებო სამსახურის განცხადებაზე

"მეტი არ აგიდგათ გვერდები." ასეთ სიამოვნებას ივანიშვილს და ღარიბაშვილს როგორ მივანიჭებ, რომ წავიდე და აღარ დავბრუნდე. რასაც ეს გამომძიებელი ამბობს არის სრული ტყუილი. არანაირი შეზღუდვა მე არ მაქვს ქვეყნის დატოვებაზე. რა ოპერატიული ინფორმაცია?! საჯაროდ დაპოსტილი და დაანონსებული მქონდა სად და რამდენი ხნით მივდიოდი. მეცინება ამათ უბადრუკობაზე - ასეთი კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამ სოციალური ქსელის საშუალებით საგამოძიებო სამსახურის განცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოაგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით, გიგი უგულავა საქართველოდან გასვლას ისე აპირებდა, რომ საგამოძიებო უწყებები და სასამართლო საქმის კურსში ჩაყენებული არ ჰყავდა. ამის შესახებ გრძელიშვილმა დღეს, 30 ივნისს გამართული ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ გიგი უგულავა აღკვეთის ღონისძიების ქვეშ სხვა საქმეზეც არის და მიუხედავად ამისა, ის აპირებდა დაეტოვებინა ქვეყანა ისე, რომ ამის შესახებ არ გაუფრთხილებია არც სასამართლო და არც საგამოძიებო ორგანოები. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ის აპირებდა თავი აერედებინა საგამოძიებო მოქმედებებისთვის. რაც შეეხება მორატორიუმის თემას, რაზეც ის აპელირებს, ამით ცდილობს უბრალოდ გადაფაროს თემა", - განაცხადა გრძელიშვილმა.

კომენტარი