იულია ტიმოშენკო დაპატიმრებულია

უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს. ამის შესახებ უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა ცნობა სულ ახლახანს გაავრცელეს. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ–ერთი მთავარი გმირის, ერთ დროს ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ქალბატონის დაპატიმრება, პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. მიზეზი კი ტიმოშენკოს საგამოძიებო ქმედებებისაგან თავის არიდება გახდა.

ტიმოშენკოს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს, თუმცა როდის ჩატარდება სხდომა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. დაპატიმრებულის ფრაქციის წევრები გენერალური პროკურატურის შენობაში მოხვედრას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ საგამოძიებო ქმედებები ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ იუშჩეკოს მმართველოს დროს, მას გარკვეულ მაქინაციებში მონაწილეობას უკვე ედავებოდნენ. პოლიტიკოს ქაალბატონისათვის ძალაუფლების ბერკეტების შეზღუდვა უკრაინის პოლიტელიტაში ბოლო ხანს ბევრს სურდა. პრეზიდენტობის ამბიციის მქონე მომხიბვლელი პრემიერის რეიტინგი იუშენკოს ისე აშინებდა, რომ ერთ დროს დაუძინებელ მტერთან, ამჟამინდელ პრეზიდენტ ვიქტორ მიანუკოვიჩთან გარიგებაზეც კი წავიდა.

როგორც ცნობილია, დღესდღეობით, ტიმოშენკოს წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ტიმოშენკოს ბრალად 480 მილიონი ევროს გაფლანგვა და „სასწრაფო დახმარების“ მანქანების შესყიდვისას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, ხოლო მეორის მიხედვით, გაზის კონტრაქტების დადების დროს, საეჭვო გარიგებების საკითხია რუსეთთან, რომელმაც, იანუკოვიჩის აზრით, უკრაინას მძიმე შედეგები მოუტანა.

იულია ტიმოშენკო ბოლო დრომდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. გენერალური პროკურატორა ხშირად ჩიოდა, რომ ტიმოშენკო დაკითხვებს და სხვა საგამოძიებო ქმედებებს იგნორირებას უკეთებდა. სწორედ ეს გახდა დღეს, პროკურატურის მხრიდან, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

კომენტარი