სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით კოდუას სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანენ

დავით კოდუას სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანენ, ამ ინფორმაციას მისი რძალი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

„ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება დათო კოდუა წაიყვანონ უცხოეთში . სიცოხლე კი შეინარჩუნა, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, მძიმე იმ კუთხით რომ მისი გონება ჩამორჩება რეალურ გარემოს და რასაც ამბობს ძალიან შორს არის რეალობასთან. რასაც ამბობს არა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით არამედ ზოგადად. საუბრის მანერა ძალიან შენელებულია და გაუგებარი... მოკლედ ნოშრევანის "გმირობამ" როგორც თავად იტყოდნენ იმაზე მეტი ნაკვალევი დატოვა ვიდრე წარმოგვედგინა“ - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ დავიღ კოდუა ბარნოვის ქუჩაზე ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ 2014 წლის 3 მაისს სცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100