"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა, სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა გამოიწვიოს

"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა, სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა გამოიწვიოს
 
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, ქვეყანაში ფეთქებადსაშიში ვითარებაა და ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა, სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა გამოიწვიოს.

"ქრისტიან-დემოკრატები" ვგმობთ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი და მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ მანიფესტანტების უსაფრთხოება", - ნათქვამია გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გაერთიანების სპეციალურ განცხადებაში.

"ქრისტიან-დემოკრატებმა" დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე დაფიქრდეს და გადაწყვეტილება საზოგადოებას ოპერატიულად აცნობოს.

კომენტარი