დასუფთავების სამსახური „თავისუფლების მოედნის" დასუფთავებას შეუდგა.

მერიის დასუფთავების სამსახური „თავისუფლების მოედნის" დასუფთავებას შეუდგა.
მეეზოვეები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ. ადგილზე შესაბამისი მანქანებიცაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფლების მოედანზე" დღეს „სახალხო კრების" ორგანიზებული აქცია გაიმართა, რომელიც ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გრძელდება.

კომენტარი