თბილისში სამართალდამცველთა სიმრავლე შეინიშნება

თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი უშიშროების სამინისტროს ეზოში ლურჯფორმიანი სამართალდამცავი თანამშრომლების სიმრავლე შეიმჩნევა.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ეზოშივე დგას რამდენიმე ე.წ. ყვითელი ავტობუსიც. შენობასა და ეზოს გარე პერიმეტრი დაცვის ქვეშაა.
ხალხმრავლობაა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახლად გახსნილი პოლიციის შენობასთანაც, თუმცა იქ მყოფ მამაკაცებს სამართალდამცავების უნიფორმები არ აცვიათ.
აღნიშულ ტერიტორიებზე ფოტო და ვიდეოგადაღება ვერ ხერხდება.

კომენტარი