სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ჯარი – უწესრიგობის ბუდე

სამხედრო საჰაერო ძალები ამოწმებენ უფროს ლეიტენანტ იგორ სულიმას საჩივარს სამხედრო ნაწილში პრემიის მიმღები ოფიცრებისათვის არაოფიციალურად დაწესებულ გადასახადებზე, - იუწყება INTERFAX.RU.

როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლობის შტაბში მიმდინარეობს შემოწმება, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტში უფროსი ლეიტენანტის იგორ სულიმას მიერ დადებულ მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩივის მის სამხედრო ნაწილში საპრემიო თანხების გაცემის არამართლზომიერებაზე.

„ამჟამად სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლობის წარმომადგენლობის მიერ აღნიშნულ სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს სამსახურებრივი გამოძიება“,- გამომცემლობას აცნობა თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ დრიკმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული მედია-საშუალებები იუწყებოდნენ კიდევ ერთი სენსაციური სიახლის შესახებ - მაიორმა იგორ მატვეევმა ინტერნეტში დადო ვიდეო მიმართვა, რომელშიც ის ყვება მის სამხედრო ნაწილში თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კორუფციის და იმის შესახებ, თუ როგორ კვებავდნენ სამხედრო მოსამსახურეებს ძაღლებისათვის განკუთვნილი კონსერვებით, რომლის ეტიკეტებზეც ზემოდან იყო დაწებილი ახალი სასაქონლო ნიშანი „Говядина тушеная высшего сорта“. შემდგომში, რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარების რეგიონალური ხელმძღვანელობა იძულებული შეიქმნა ეღიარებინა მთელი რიგი ფაქტები, რომელთა შესახებაც მატვეევი ყვებოდა თავის ვიდეო მიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100