სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადარჩენილი პატარძალი

ჩინეთის პროვინცია ცზილინის ქალაქ ჩანჩუნში მცხოვრები 22 წლის გოგონა მაშველმა მამაკაცმა სრულიად შემთხვევით გადაარჩინა. მას შემდეგ, რაც მისმა რჩეულმა ურთიერთობის გაწყვეტის სურვილი ზედ ქორწილის წინადღეს გაუმხილა, გოგონამ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა, საქორწინო კაბა ჩაიცვა და მე-7 სართულიდან გადაეშვა.

ამ დროს დერეფანში სრულიად შემთხვევით გავლილმა მამაკაცმა, რომელიც პროფესიონალი მაშველი აღმოჩნდა, "გაფრენილი" პატარძლისთვის კისერში ხელის მოჭიდება მოასწრო, შემდეგ კი უკვე ყველაფერი მოხერხებულობაზე იყო დამოკიდებული: მამაკაცმა სხვების დახმარებით თავმობეზრებული პატარძალი გადაარჩინა, "როიტერის" ფოტოკორესპონდენტმა კი ფოტოების გადაღება ამ დრამატული სცენის ხანგრძლივობის 3 წუთის განმავლობაში, მოპირდაპირე კორპუსის მე-7 სართულზე მყოფმა მოასწრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100