სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თაკო მერაბიშვილი: ვანო თავისი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა

ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილს დღეს ქუთაისის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მძიმე დღის შემდეგ მერაბიშვილის მეუღლემ თაკომ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ჩემო მეგობრებო. დღეს, მართალია, მძიმე დღე იყო და ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო თქვენი თანადგომა, მხარდაჭერა და თბილი სიტყვები. დღეს ვანო მერაბიშვილი თავისი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა. ვანომ თავის სიმართლის დასამტკიცებლად რთული გზა აირჩია და მე ვიცი რომ ის ამ გზას აუცილებლად გაივლის ღირსეულად და ბოლომდე. ბრძოლა გრძელდება მეგობრებო, ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე!” - წერს თაკო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100