სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიჟნი ნოვგოროდში მუსულმანთა საფლავები შებილწეს

ნიჟნი ნოვგოროდის პოლიცია ეძებს იმ ბოროტმოქმედებს, რომლებმაც „Марьина роща“ - ს სასაფლაოზე, რამდენიმე ათეული მუსულმანის საფლავი შებილწეს „სააგენტო“ Интерфакс-Поволжье“ - ს აცნობა ორშაბათს შს სამმართველოს პრეს-მდივანმა ირინა ზაიცევამ.

მისი სიტყვებით, განცხადება საფლავის ქვების დამსხვრევის თაობაზე პოლიციაში შევიდა გასულ პარასკევს. „დაზიანებული აღმოჩნდა მუსულმანთა 68 საფლავი, შავი საღებავით გადაღებილია მათი გვარსახელები და ფოტოსურათები. ამჟამად მიმდინარეობს ბოროტმოქმედთა ძებნა, თუმცა ეჭვმიტანილები ჯერ არ არიან“ - თქვა ზაიცევამ. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100