ფრანგი მეცნიერები: ლუდისა და ღვინის მოყვარულებს დეპრესია ნაკლებად ემუქრება

ლუდისა და ღვინის მოყვარულები ნაკლები სტრესის ქვეშ იმყოფებიან. ამ დასკვნამდე ფრანგი მეცნიერები მივიდნენ.

“ადამიანები, რომლებიც დღეში იღებენ ორ პინტა ლუდს ან ორ ჭიქა ღვინოს, გაცილებით ჯანმრთელნი და ბედნიერები არიან, ვიდრე ფხიზელი ცხოვრების წესის მიმდევრები, ” – ნათქვამია The Sun-ის სტატიაში, რომელიც პარიზის Public Assistance Hospitals--ის კვლევას ეფუძნება.

მეცნიერებმა 18 წელზე უფროსი ასაკის ათასობით მამაკაცის და ქალის ცხოვრების სტილი შეისწავლეს, გააანალიზეს მათ მიერ სასმელის მოხმარების სიხშირე და დაასკვნეს, რომ ლუდისა და ღვინის მოყვარულები შედარებით ნაკლები სტრესის ქვეშ იმყოფებიან, ხასიათდებიან დაბალი არტერიული წნევით, აქვთ ჯანმრთელი შინაგანი ორგანოები, მათ შორის გული და ფილტვები, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაკლებად იტანჯებიან დეპრესიით.

ფრანგი მკვლევარების განმარტებით, ყველა, ვინც ლუდს სვამს, ცდილობს მეტი ივარჯიშოს, რათა წონაში მომატება თავიდან აიცილოს. ალკოჰოლი კი თავის მხრივ, ათხელებს სისხლს, აუმჯობესებს ცირკულაციას და ხელს უწყობს რელაქსაციას.

ამის მიუხედავად, კვლევის საფუძველზე მკვლევარებმა მაინც ვერ შეძლეს სასმელის სარგებლიანობის საბოლოოდ დამტკიცება და განაცხადეს “ჩვენი შედეგები არ გამორიცხავს ალკოჰოლის კარდიო-პროქტორულ ეფექტს”.

კომენტარი