სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: ახალ კარიერას ვიწყებ აშშ - ში

მიხეილ სააკაშვილი იუბილარია, დაბადების დღის მილოცვებს ექსპრეზიდენტმა დღის ბოლოს უპასუხა. მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

“დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ძალიან მიყვარხართ!

ამ დღეებში ახალ კარიერას ვიწყებ აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სასწავლო დაწესებულებაში. მინდა დრო დავუთმო ფიქრს, ანალიზს... თან არც უქმად ჯდომა შემიძლია და მიუხედავად ზოგიერთების წარმოდგენებისა, ჩემთვის ხელფასიც სრულიად არ არის უმნიშვნელო.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!” - ნათქვამია განცხადებაში

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლამაც, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუერთდება ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლას, როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე

მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი (2004-2013წ.წ.) და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლას შეუერთდება, როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე 2014 წლის გაზაფხულის სემესტრიდან. დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვანი მიმართვები. იგი ასევე წარუძღვება სალექციო კურსს ევროპულ მმართველობასა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე.

"კეთილი იყოს ვარდების რევოლუციის ლიდერის შემობრძანება ფლეტჩერისა და ტაფტის საზოგადოებაში", - განაცხადა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, ფლეტჩერის სკოლის დეკანმა. - "ის არის დიდი დამსახურების მქონე ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც შეცვალა საკუთარი ქვეყნის ისტორია და საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს დაუახლოვა. აღსანიშნავია ის გავლენა, რაც მან მოახდინა თავისი საქმიანობით არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ, ეჭვგარეშე, მთელ მსოფლიოზე.

37 წლის ასაკში უსისხლო რევოლუციის შედეგად მან შეცვალა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი გახდა. 2013 წლის ნოემბერში მან დაასრულა ორი საპრეზიდენტო ვადა, რაც მაქსიმუმია საქართველოს კონსტიტუციის თანახმად.

2005 წელს ის აშშ-ს სენატორებმა ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარადგინეს ნობელის პრემიის ლაურეანტად. მათ გამოარჩიეს მიხეილ სააკაშვილის "განსაკუთრებული თავდადება მშვიდობის მიმართულებით, დემოკრატიის უნივერსალური ღირებულებების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის თვალსაზრისით". მათ ასევე აღნიშნეს, რომ "სააკაშვილის ძალისხმევის შედეგად ქართველი ხალხი ახლა აშენებს ახალ საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობაზე... რომელიც მშვიდობიანად გადაწყვეტს მრავალეთნიკურ და სოციალურ საკითხებს. ეს საკითხები მანამდე ერის დაყოფას ემსახურებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა კარიერა 1995 წელს დაიწყო, როგორ პარლამენტის არჩეულმა წევრმა. 2000 წელს იგი საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, როდესაც მისი საქმიანობის მთავარი მიზანი კორუფციის აღმოფხვრა და საკანონმდებლო რეფორმების გატარება იყო. მოქმედმა იურისტმა - მიხეილ სააკაშვილმა ბაკალავრის წოდება კიევის საერთაშორისო ურთიერთობების პრესტიჟული უნივერსიტეტიდან მოიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში მიენიჭა.

ის სიმართლის მიმართულებით დოქტორის ხარისხს ეუფლებოდა ჯორჯს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნულ ცენტრში (ვაშინგტონი). 1995 წელს მიხეილ სააკაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც ადამიანის უფლებების სამართლის დიპლომი მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტიდან (საფრანგეთი).

"ჩემთვის დიდი პატივია ვმუშაობდე ფლეტჩერის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტია ამ მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა. - "მე დავუბრუნდი ჩემს
ფესვებს, რადგან ჩემი განათლება სწორედ სამართალსა და დიპლომატიას უკავშირდება. ასევე, მომეცა შანსი, ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ბოლო წლებში დამიგროვდა თქვენ გაგიზიაროთ.

დამატებითი ინფორმაცია ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლის შესახებ.

ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა ტაფტის უნივერსიტეტში 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფლეტჩერის სკოლა აშშ-ში უმაღლესი განათლების ექსკლუზიურად პირველი სასწავლებელია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

1993 წლიდან სკოლა ამზადებს მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც კომპლექსურ გამოწვევებთან შეჭიდება მათი საერთაშორისო ურთიერთობების ინტერდისციპლინარული, მოქნილი და თანამშრომლობითი მეთოდებით უხდებათ.

მათი კურსდამთავრებულები წარმოადგენენ უმაღლესი კლასის ლიდერებს მსოფლიოში, ასობით ელჩის სახით; აქვთ დამსახურებული სახელი მედიაში; არიან მსოფლიო არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურები; საერთაშორისო მშვიდობისა და თავდაცვის ინიციატივების ლიდერები; ასევე მსოფლიოში უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელები.

ფლეტჩერის სკოლა ხელმძღვანელობს პროფესიულ მიმართულებებს, რომელთა შორისაა, ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა სამართალსა და დიპლომატიაში; ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა კარიერის მქონე პროფესიონალებისთვის; ერთწლიანი კომბინირებული პროგრამა ინტერნეტ-შეთავსებული/რეზიდენტ მსოფლიო მაგისტრის ხარისხი; სადოქტორო პროგრამა; საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა; და სამართლის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სამართალში, ასევე თანაზიარი და სასერთიფიკაციო პროგრამები.“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100