სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურორის მოთხოვნით მოსამართლემ გოგა ხაჩიძეს ტელეფონით გადაღება აუკრძალა

ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორმა ვიდეო გადაღების აკრძალვა მოითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში დღეს მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე გადაღებული და პროცესიდანვე ფეისბუქზე ატვირთული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელა.

„პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა, მობილური ტელეფონებით გადაღების აკრძალვის თაობაზე. პრაქტიკულად თქვა: გოგა ხაჩიძე მობილურით იღებს, რა სასაცილო მდგომარეობაში ვართ, სოც-ქსელებით ავრცელებსო და ეგ კიდევ ჩვენ {გვიტყდებაო} მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ვიდეოში თითით იმ პროკურორს ვაჩვენებ, რომელმაც ეს "იკადრა" „ - წერს გოგა ხაჩიძე

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც გოგა ხაჩიძის მიერ არის გადაღებული და სადაც ასახულია პროკურორის მოთხოვნა და ვანო მერაბიშვილის პასუხი მის მოთხოვნაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100