სახალისო facebook სტატუსები ცრუ ბომბებთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ასაფეთქებელი მოწყობილობების გარშემო ატეხილ ცრუ განგაშს არაერთი სტატუსი მიეძღვნა, droni.ge რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

გიორგი ჯანელიძე: ამ ,,ალო ბომბია" ბიჭებმა , ლეღვის ნახარშის წამსმელ გოგონებს გაასწრეს უკვე.

გიგა ტაბიძე-ორლოვი: (კომედი შოუს მსახიობი): რა თაობაა, გარეთ გასვლა რომ მინდა მაშინ არ ახსენდებათ ბომბი

გოგა ხაჩიძე: ქვეყანას ბავშვები მართავენ, ანონიმური ზარებით

გოგა ხაჩიძე: ალო 112-ია? გამარჯობათ, მე 3 წლის გვანცა ვარ...
აბა თქვენ თვითონ გამოიცანით რატომ ვრეკავ?

გოგა ხაჩიძე: დამერწმუნეთ, ეს არის, ქართველი პატრიოტი ბავშვების შურისძიება, ჯიჰადის კლიპების დამამზადებლის IP მისამართის {არმოძებნის} გამო.

ნიკა გვარამია: ისევ ბომბი, ისევ ევაკუაცია... კი არ იცით, რომ მაინც არ გამოვალ ეთერიდან

ნანუკა ჟორჟოლიანი: რუსთავი 2 ექსტრემალური სიტუაციების მამა. მამა იმიტომ რომ ჩემთვის კაცია. ყველაზე მაგარი კაცი, სხვა კაცებს, ქალებს, გოგოებს და ბიჭებს შორის

გიგა ნასარიძე: სატელეფონო ხულიგნებაც კი იგრძნეს რომ ახალი შ.ს. მინისტრი ისეთია რომ უნდა დასცინო ხოლმე

არჩილ გამზარდია: რუსთავი 2-ში გამნაღმველებს ცოცხი და აქანდაზიც, რომ მისცეთ მუშაობის დროს, მეორე დღეს დამლაგებლებს სამუშაო არ ექნებათ და დაისვენებენ მაინც.

კომენტარი