კლინტონმა ჩინეთი გააკრიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, ახშობს ყოველგვარ განსხვავებულ აზრს და უშედეგოდ ცდილობს ისტორიის მსვლელობის შეჩერებას.

განცხადება ჰილარი კლინტინმა ჟურნალ atlantik-თან ინტერვიუს დროს გააკეთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩინეთში არსებულ სიტუაციას „სავალალო“ უწოდა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაგრძელების მომხრეა.

„ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ“, - თქვა კლინტონმა. ვაშინგტონში BBC-ის კორესპონდენტის გადმოცემით, კლინტონმა მიანიშნა, რომ ჩინეთის რეპრესიული სისტემა თავისით დაიშლება და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარება გარდაუვალია.

კომენტარი

×