სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანძთა შორის უბანძესი, ბანძი, და ... - დავით ზურაბიშვილის „პოლიტიკური ესე“ სოციალურ ქსელში

რესპუბლიკური პარტიისგენერალური მდივანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური ესეს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„არასრული ჩამონათვალია, მაგრამ ნაღდი.
მოკლედ:
თუ ადამიანი თვლის, რომ ქართველი ერი ბანძთა შორის უბანძესია, საკუთარ თავს მიაკუთვნებს ამ ბანძებზე აღმატებულ, მცირერიცხოვან ელიტას და წესრიგი ურჩევნია თავისუფლებას, ის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია.

ვინც თვლის რომ ერი კია ბანძი და წესრიგიც ჯობია თავისუფლებას, მაგრამ საკუთარ თავს რჩეულ ელიტარად არ მიიჩნევს, ასევე ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია, ოღონდ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი რომ არ ევასება, ისეთი.

ვინც თვლის, რომ ერი ბანძია, მაგრამ არც ისე; თვითონ აღმატებულია, მაგრამ არც იმდენად და თავისუფლება ურჩევნია წესრიგს, ის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველია.

ვინც თვლის რომ ერი ბანძი არ არის, თვითონ აღმატებულია მასაზე, მაგრამ არც ნამეტნავად და თავისუფლებასა და წესრიგს შორის მერყეობს - ირაკლი ალასანიას და თავისუფალი დემოკრატების ამომრჩეველია

თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, თავი უჩანს ნარჩევი ელიტის წევრად და წესრიგიც ფეხებზე ჰკიდია და თავისუფლებაც, ეს ის კატეგორიაა, რომელიც თვლის, რომ "გრეჩიხა ჯობდა".

ვინც მიიჩნევს, რომ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ყველაფერი დანარჩენი კი პატრიარქმა უკეთ იცის, ეროვნულ ფორუმს აძლევს ხმას.

ვინც თვლის, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ოღონდ ლიბერალების, იაღოვლების და გეიების გამოკლებით; წესრიგიც უნდა, თავისუფლებაც, ოღონდ ინგლისურის და კომპიუტერის გარეშე; ხოლო ნატოს ნატაშა ურჩევნია - ნინო ბურჯანაძეს და სახალხო კრებას ირჩევს, ჰა ჰა კახა კუკავას.

ვინც უბრალოდ თვლის, რომ ქართველები კარგები ვართ და ყველაფერ დანარჩენში ნაკლებად ერკვევა, ის აუცილებლად ქართული ოცნების ამომრჩეველია, რამდენადაც ასეთები ყველაზე მეტნი არიან.

და თუ ვინმე თვლის, რომ ქართველი ერი არც ბანძია და არც ყველაზე უკეთესი, საკუთარ თავს არ მიიჩნევს ჩინებულთა შორის რჩეულად და თავისუფლებასაც წესრიგზე მაღლა აყენებს - ის მომავლის ამომრჩეველია, რადგან აწმყოში ასეთები არ არიან”- წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100