ჩინელი სიამის ტყუპები თუ ორთავიანი ბავშვი?

ჩინეთის ერთ–ერთ პროვინციაში სიამის ტყუპები დაიბადნენ. ექიმების თქმით, შეუძლებელია გოგონების ქირურგიული ჩარევით დაშორება. მსობლებმა კი ახალშობილებზე უარი თქვეს.

გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ გოგონებს ორი ხერხემალი, ორი საყლაპავი და „ერთ–ნახევარი“ გული ( მარჯვენა გული მხოლოდ ერთი ტყუპისთვის მუშაობს, მარცხენა კი ორივესთვის) აქვთ, დანარჩენი ორგანოები კი ორივე ახალშობილისთვის ერთად მუშაობს.

ექიმების განცხადებით, დებს მხოლოდ ამ მდგომარეობაში, ერთმანეთზე მიჯაჭვულებს შეეძლებათ ცხოვრება. აღნიშნულ სიტუაციაში ქირურგიული ჩარევა არ განიხილება.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, სიამის ტყუპების დაბადება მუტაციითაა გამოწვეული. დედამ ორსულობის პირველ ორ სტადიაზე ორჯერ ჩაიტარა ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგრამ მუტაცია არ იქნა აღმოჩენილი.

მშობლებმა შვილებზე თუ შვილზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ახალშობილები მათ აშინებენ და მომავალ პრობლემებს გაურბიან.


კომენტარი