სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა, რომელსაც 600-მდე ლტოლვილი გადაჰყავდა

ლიბიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა, რომელსაც 600-მდე ლტოლვილი გადაჰყავდა.ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეიტედ პრესი" გაეროს დევნილთა საქმეების იტალიის კომისიის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემი ჯერ კიდევ პარასკევს ჩაიძირა. ამის მოწმეები სხვა ლტოლვილები არიან, რომლებიც ამ დროს გვერდით მიმავალ გემში ისხდნენ და იტალიაში მიდიოდნენ. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მათ წყლის ზედაპირზე გემის ნამსხვრევები და გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები ნახეს. ინფორმაცია ამის შესახებ კი მილანში კომისიის წარმომადგენელმა ლაურა ბოლდრინმა გაავრცელა.

მისი თქმით, ამჟამად გაეროს წარმომადგენლები იმ ადამიანების ბედის გარკვევას ცდილობენ, რომლებიც ჩაძირულ გემზე იმყოფებოდნენ. ბოლდრინმა დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ ლტოლვილებით დატვირთულმა სულ მცირე სამმა გემმა ვერ მიაღწია იტალიის სანაპიროსთან.

იტალიურმა სააგენტო "Ansa"-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი გემი იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ჩაიძირა. ბორტზე დაახლოებით 300 მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთა შორის ქალები და ბავშვები იყვნენ. საზღვაო პოლიციის თანამშრომლები სამაშველო ოპერაციას უკვე ატარებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100