თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი უკვე თბილისში არიან (ვიდეო)

თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი თბილისში ჩამოვიდნენ. ქართველი და ლაპლანდიელი ბაბუები რუსთაველის გამზირზეც ერთად გამოჩნდნენ - იქ მათ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. ახალი წლის მთავარი პერსონები ბავშვებსაც გაესაუბრნენ, მერე კი მთწამინდისკენ აიღეს გეზი. ბოლო წლების ტრადიცია არც ამჯერად ირღვევა: ლაპლანდიელი და ქართველი ბაბუები მთაწმინდის პარკში ჩასახლდებიან და იქ მათ სანახავად მისულ ბავშვებს საჩუქრებით გაახარებენ.

კომენტარი