ქორწილში ქალებმა საჭმელის გამო ერთმანეთი სცემეს

ინციდენტი ინდონეზიაში მოხდა - ქორწილში ქალებმა ერთმანეთი საჭმლის გამო სცემეს.

ორ ქალს ერთმენთთან შელაპარაკება ნაციონალური საჭმლის - რენდანგის გამო მოუვიდათ. სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ერთ-ერთმა სტუმარმა კი ინციდენტის ამსახველი კადრები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი ქალი რენდანგს ისხამდა საკუთარ თეფშზე, მეორემ კი ჩათვალა, რომ მან ზედმეტად ბევრი კერძის გადაღება მოინდომა და უხეშად მიმართა. ამის შემდეგ კი დაიწყო სწორედ ის, რაც კადრებში ჩანს.

კომენტარი