არ დატოვოთ ბავშვი მატარებლის ბაქანზე უყურადღებოდ - ინტერნეტში შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა

ინციდენტი ავსტრალიაში მოხდა - დედამ ორი მცირეწლოვანი მატარებლის ბაქანთან მიიყვანა. ერთ-ერთი ეტლში იჯდა და მთელი ყურადღება მშობელს მისკენ ჰქონდა.

როდესაც მატარებელი გაჩერდა, უფროსმა ბავშვმა დედის გარეშე გადაწყვიტა ვაგონში შესვლა და მატარებელსა და ბაქანს შორის სივრცეში, ლიანდაგზე ჩავარდა.
მგზავრებმა მოასწრეს მემანქანის გაფრთხილება, რათა მატარებელი არ დაეძრა. საბედნიეროდ, მცირეწლოვანის გადარჩენა მოხერხდა და ის უვნებელი ამოიყვანეს ლიანდაგიდან.

კომენტარი