ინტერნეტში მოსკოვის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის საზარელი კადრები ვრცელდება, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული ერთ-ერთი მგზავრის მიერ

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში საგანგებო დაშვებისას „აეროფლოტის“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელიდან ცდილობდნენ.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.

კომენტარი

×