ოთო ნემსაძის ახალი კლიპი და სიმღერა, რომლითაც ის ევროვიზიაზე წარსდგება

მომღერალი ოთო ნემსაძე სიმღერით "სულ წინ იარე" საერთაშორისო კონკურს "ევროვიზიაზე" წარსდგება.

საკონკურსო ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა. მუსიკა ეკუთვნის რომა გიორგაძეს, ტექსტი – დიანა გიორგაძეს.

სიმღერა ძალიან თემატურია და კლიპშიც გამოყენებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სიმბოლო - მავთულხლართები. შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი - მსოფლიოს გააგებინოს რუსეთის მიერ ანექსირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ, ძალიან კარგად ჩანს კლიპის კადრებში.

კომენტარი

×