სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუპერმარკეტში მამაკაცმა მყიდველი ერთი დარტყმით მოკლა - კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

კიევში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ადგილობრივი მამაკაცი პიცის შეკვეთის რიგში ჩადგა. სანამ ის თავის რიგს ელოდებოდა, მის წინ მყოფი კლიენტი გამომწვევად ექცეოდა და მის გაღიზიანებას ცდილობდა - ამის შესახებ თვითმხილველებმა განაცხადეს.

ძალიან მალე მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა მის წინ მდგომს სახეში მუშტი ძლიერად ჩაარტყა, შემდეგ აიღო თავისი შეკვეთილი პიცა და გაემართა სალაროსკენ. დაშავებული მამაკაცი რამდენიმე წუთში ტვინის ძლიერი დაზიანებით გარდაიცვალა, დამნაშავეს კი პოლიცია ეძებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100