სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაცინებული მამლები (ვიდეო)

ალბათ სიცილს დაიწყებთ, თუ გეტყვით, რომ აზიაში „კარგი მამლის“ საშუალებით რამდენიმე ასეული დოლარის გამომუშავება არის შესაძლებელი. გასაოცარია, მაგრამ ინდონეზიაში აღნიშნული „ბიზნესი“ მეტად მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საკმაოდ პოპულარული საქმიანობაც კი არის.

ისინი გამოიყურებიან, როგორც სრულებით ჩვეულებრივი მამლები, მაგრამ ყივილის დაწყებისთანავე, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს ფრინველი განსაკუთრებულია! ჩვეულებრივი „ყიყლიყოს“ ნაცვლად, ეს ქმნილებები გამოსცემენ ხმებს, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანის სიცილს. სწორედ ამიტიმ, ამ ჯიშის ფრინველებმა მიიღეს სახელწოდება: „მცინარი მამლები“ (laughing cocks).

იმისათვის, რომ მამალმა „სიცილი“ დაიწყოს, მისი კარგი მოვლაა აუცილებელი. საჭიროა მისი მაღალი დონის საკვებით გამოკვება. ასევე, მისი გალია უნდა მოირთოს, რათა მამალმა „სასახლეში“ იგრძნოს თავი. ინდონეზიაში მსგავსი მამლის ფლობა არა მარტო სიამაყეს იწვევს, არამედ იგი მფლობელის სტატუსის გამსაზღვრელიცაა.

თუ თქვენ „მოცინარი მამლის“ ყოლა გადაწყვიტეთ, მაშინ აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს ქმნილებები არა მარტო ძვირფასნი, არამედ მეტად მგრძნობიარე არსებები არიან. მათი გამოკვება დღის განმავლობაში მინიმუმ ოთხჯერ მაინც არის აუცილებელი. მათი გალია დღეში ორჯერ მაინც უნდა გამოსუფთავდეს და ასევე, ამ არსებებს მეტად დაბალი იმუნური სისტემა გააჩნიათ. ისინი სრულიად უმნიშვნელო დაავადებასაც კი ვერ უმკლავდებიან. მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, თქვენ ამ მამლით ინდონეზიაში 590-დან 1770 ამერიკულ დოლარამდე გამომუშავებასაც კი შეძლებთ.

ამასთანავე, ინდონეზიაში ყოველწლიურად ეწყობა შეჯიბრებები, სადაც „მოცინრი მამლების“ შესაძლებლობებს ჟიური აფასებს. ათასი კონკურენტიდან ყველაზე ტალანტურ მამალს ირჩევენ. გამარჯვებულს კი მფლობელისთვის 3000 ამერიკული დოლარი მოაქვს. გამარჯვების შემდეგ, ჩვეულებრივ, მამალი აუქციონის საშუალებით, რამდენიმე ათასობით ამერიკულ დოლარად იყიდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100