სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამას საკუთარი ჩვილი მატარებელში დარჩა - ვიდეო, რომელმაც საზოგადოებაში საშინელი რეაქცია გამოიწვია

ოჰაიოს შტატში მამას საკუთარი ჩვილი მატარებელში დარჩა - ამის შესახებ გამოცემა dailymail წერს და ვიდეო კადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ გაჩერებული მატარებლიდან მამაკაცი ბაქანზე მოსაწევად გადის და კალათში მოთავსებულ ჩვილს ვაგონში ტოვებს.


მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს გმირმა იცოდა მატარებლის მოსალოდნელი წასვლის შესახებ, მან არ იჩქარა ვაგონში შესვლა, რადგან ფიქრობდა, რომ მოწევას მოასწრებდა. მოულოდნელად კარი დაიხურა და მამა მის მიღმა დარჩა. მატარებელში მყოფმა მგზავრმა ახალშობილი შემდეგ გაჩერებაზე ჩაიყვანა და პოლიციის მეშვეობით მამას უსაფრთხოდ გადასცა.

ამ ინციდენტმა სოციალურ ქსელში საშინელი რეაქცია გამოიწვია - ინტერნეტმომხმარებლები უყურადღებო მამაკაცს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისთვის სიგარეტი ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ბავშვი კი მარტო დატოვა ვაგონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100